ფეხბურთი

22:55 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” ბაბაკარი გამოაკლდა

ფლორენციის “ფიორენტინასთვის” “ჰელას ვერონასთან” გამართული მატჩი ორმაგად ცუდი გამოდგა. გარდა იმისა, რომ ვინჩენცო მონტელას გუნდმა წააგო, აგრეთვე სენეგალელი ფორვარდი ხუმა ბაბაკარი დაუშავდა. როგორც დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, აფრიკელის დაზიანება სერიოზულია და იგი 6 კვირა იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის დასრულებულია.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფორვარდმა სერია A-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. ხოლო გასულ ხუთშაბათს, ევროპის ლიგაზე კიევში, “დინამოსთან” მატჩისას თავისი გუნდი ბოლო წუთზე მარცხისაგან იხსნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128174