ფეხბურთი

19:36 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სმოლინგმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა კრის სმოლინგმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. მანჩესტერელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2019 წლის ივნისამდე დადო. ძველი კონტრაქტის ვადა 2016 წელს იწურებოდა.

სმოლინგი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2010 წელს “ფულემიდან” გადავიდა და ახალი კლუბის შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა. მანჩესტერელთა რიგებში 147 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

“ახალი კონტრაქტის გაფორმება მახარებს. ასეთ დიად კლუბში ასპარეზობით ძალიან ვამაყობ” – თქვა სმოლინგმა.

0.111616