“პორტუს” მარცხენა მცველი ალექს სანდრო შესაძლოა მომავალი სეზონიდან ახლა გუნდში ვიხილოთ. ბრაზილიელი მცველით დაინტერესებას ინგლისური “მანჩესტერ სიტი” და ტურინის “იუვენტუსი” იჩენენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “დეილი სტარი” იუწყება. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გაღებას აპირებენ აღნიშნული გუნდები სამხრეთამერიკელი უკანახაზელის სანაცვლოდ.
24 წლის ფეხბურთელი “დრაგაუზე” 2011 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მან პორტუგალიის ჩემპიონატში 24 ჩატარებულ მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო.