ფეხბურთი

13:12 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონი” ოსტინის გადაბირებას შეეცდება

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ქუინზ პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელმა ჩარლი ოსტინმა შესაძლოა კარიერა “ევერტონში” გააგრძელოს. ლივერპულელები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 25 წლის ინგლისელის გადაბირებას შეეცდებიან.

მიმდინარე სეზონში ოსტინი შედეგიანად გამოიყურება და მის მიმართ ინტერესს “ნიუკასლი” და “საუთჰემპტონიც” იჩენენ. პრემიერლიგის 30 მატჩში ფეხბურთელმა 17 გოლი გაიტანა და 7-ჯერ თანაგუნდელებსაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

ჩარლის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე 9 მილიონ ევროს შეადგენს. ოსტინს ლონდონელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

0.114809