ტურინის “იუვენტუსის” ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს ანგინა შეეყარა და შესაძლოა, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გამოტოვოს.
SportMediaset-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი ავადმყოფობას ებრძვის, დაჩქარებული ტემპით მკურნალობს და ექიმები ხვალ, ანუ “მონაკოსთან” თამაშის დღეს დადებენ დასკვნას, შეძლებს თუ ვერა არტურო მოედანზე გასვლას. აღსანიშნავია, რომ ვიდალს ანგინა იანვარშიც ჰქონდა და ამ მიზეზით “ვერონასთან” მატჩი გამოტოვა.
ერთი კვირის წინ, “იუვენტუსმა” ტურინში “მონაკო” 1:0 დაამარცხა და ეს ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით სწორედ ვიდალმა გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ ვერ ითამაშა დიდი დანაკლისი იქნება იუვესთვის.
იმედია გამოჯანმრთელდება მანამდე არტურო, თუ არადა მის გარეშეც გავალთ 1/2 ფინალში. მიდი ჯიუვეეეეეეეეე, წელს ლიგა ჩვენია. ფინალში ბარსას ვაბახებთ.
იმედია იქნება, დოუშვი სტრეპსილსი



სერიოზული დანაკლისი იქნება თუ ვერ ითამაშა.