ფეხბურთი

0:54 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალჩოში "იებისთვის" არ გამოზაფხულდა

იტალიის სერია A-ს XXXI ტურის დასკვნითი მატჩი ფლორენციაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ფიორენტინამ” “ჰელას ვერონა” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად დამარცხდა.

ვინჩენცო მონტელას გუნდი ევროზონაშია და ჩემპიონთა ლიგის საგზურის საბრძოლველად დღევანდელ მატჩში უცილობლივ გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა როგორც ჩანს “იები” მთელ კონცენტრირებას ევროპის ლიგაზე ახდენენ.

მიუხედავად ამისა, მასპინძლებს გამარჯვება მაინც შეეძლოთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი შანსი კი 67-ე წუთზე ალესანდრო დიამანტიმ გაანივა, ვინც “ვერონას” ბრაზილიელ მეკარე რაფაელს თერთმეტმეტრიანი ვერ გაუტანა. 90-ე წუთზე კი აქეთ გაუშვა. რაფაელის თანამემამულე კოლეგა ნეტომ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და იქვე მდგომ მუნირ ობადის ისღა დარჩენოდა გაეტანა. საბოლოოდ, “ვერონამ” 1:0 გაიმარჯვა და სერია A-ში დარჩენის საკითხი თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადაჭრა.

“ფიორენტინა” – “ვერონა” 0:1 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 31.000

“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; როზი, ტომოვიჩი, ბასანტა, პასკუალი; ბადეი, აკვილანი, ლაძარი (მატი ფერნანდესი 75); დიამანტი, ჯილარდინო, ილიჩიჩი (ბაბაკარი 55, სალაჰი 62)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მარკესი (როდრიგესი 76), მორასი, აგოსტინი; გრეკო, სალა, ტაკჩიდისი (ობადი 71); იანკოვიჩი (ლაზაროსი 83), ტონი, გომესი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლი: 0:1 ობადი (90)

გაფრთხილება: ილიჩიჩი (10), როზი (68) – გომესი (37), იანკოვიჩი (39), სალა (61), რაფაელი (66), პიზანო (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (4) – 8 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 11:7 გაფრთხილება: 2:5

მსაჯი: სილვიო მაცოლენი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 18 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 16, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 15, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 13, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13.

0.115649