იტალიის სერია A-ს XXXI ტურის კვირის სათამაშო დღე მშვიდობიანი გამოდგა. გამართული 7 მატჩიდან 5 ფრედ დასრულდა, მათ შორის მილანური დერბი – “დელა მადონინა”.
იყო დრო, როცა “მადონინა” ევროპაში უმთავრეს დაპირისპირებად მიიჩნეოდა. ვერ ვიტყვით, რომ ინტერესი ამ მატჩს მოაკლდა, ფაქტია, რომ დონე და სანახაობა დაეცა. “ჯუზეპე მეაცაზე” გამართულ მატჩში გუნდებმა ერთმანეთის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს და უგოლოდ გაიყარნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ლუკა ბანტიმ ორი გოლი “ნერაძურის”, ერთიც კი “როსონერის” გააუქმა. თუ ვინმეს აღნიშნული მატჩი მოსაგები ჰქონდა, უპირველეს ყოვლისა “ინტერს”. მასპინძლებმა თანაქალაქელები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და რომ არა ესპანელი დიეგო ლოპესის გასაოცარი თამაში, რობერტო მანჩინის გუნდი ამ შეხვედრას ასე თუ ისე აქტივში ჩაიწერდა, თუმცა ესპანელი ამ შეხვედრაში გაუვალი აღმოჩნდა და თამაშიც ფრედ, - 0:0 დასრულდა.
რომის “ლაციოს” წაფორხილებით ვერ ისარგებლა “რომამ”, რომელსაც მეორე პოზიციის დაბრუნების კარგი შანსი მიეცა, მაგრამ “ოლიმპიკოზე” რუდი გარსიას გუნდმა მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და აუტსაიდერ მეტოქესთან ოდენ ქულას დასჯერდა. მატჩი მასპინძლეთათვის იდეალურად დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე ფრანჩესკო ტოტიმ პენალტით “მგლები” დააწინაურა. ზუსტად ოც წუთში პენალტითვე გაათანაბრა “ატალანტამ”. ბერგამოელთაგან თერთმეტი მეტრიდან ზუსტად ხერმან დენისმა დაარტყა. დარჩენილ დროში კი “ჯალოროსიმ” სამი ქულის მომტანი გოლი ვერ გაიტანა და მოპოვებული ქულით სატურნირო ცხრილში “ლაციოს” მხოლოდ და მხოლოდ გაუთანაბრდა.
ნელ-ნელა გონზე მოდის “ნაპოლი” ნეაპოლელებმა “ფიორენტინასა” და “ვოლფსბურგის” ერთ კვირიან ინტერვალში განადგურების შემდეგ, იგივე გასავარდნად განწირულ “კალიარისაც” დამართეს. ანგარიში ესპანელმა ხოსე კალეხონმა გახსნა. ტაიმის ბოლოს კი მასპინძელთა მცველ ბალცანოს კარი აერია და საკუთარ მეკარეს ისეთი მოხდენილი თავური გაუტანა, ბარეორ ფორვარდსაც რომ შეშურდებოდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი მანოლო გაბიდანიმ ლამაზი გოლით დააფიქსირა, როცა საჯარიმოს გარედან მოხდენილად დაარტყა – 0:3. ნეაპოლიტანურმა გუნდმა მოწინავე სამეულთან ქულათა სხვაობა შეამცირა და ვინძლო გაიბრძოლოს კიდეც იქ შესასვლელად. თავის მხრივ, "კალიარის" უკვე 11 თამაშია აღარ მოუგია და სერია B-ში გავარდნისგან ახლა სასწაული თუღა იხსნის.
ორ-ორი გოლი გაუტანეს ერთამენთს “ემპოლიმ” და “პარმამ”. თავიდან ფრანჩესკო ლოდიმ ემილიელები დააწინაურა. მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება პირველივე ნახევარში შეძლეს მასიმო მაკარონესა და ლორენცო ტონელის გოლებით. გაკოტრებული “პარმა” მაინც არ დანებდა და ალჟირელი იშაკ ბელფოდილის გოლით შინ ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ტოსკანელთა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე სამწუხაროდ სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა.
ფრედ დასრულდა მატჩი ვერონაშიც. “კიევომ” პირველი ტაიმი მოიგო, “უდინეზემ” – მეორე. სერჯო პელისიერის გოლი კი მისივე თანაგუნდელმა ბოშტიან ცეზარმა გაქვითა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა.
ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა რეჯიო ემილიაში, სადაც “სასუოლომ” “ტორინო” მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ტურინელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვებასაც იმსახურებდნენ, მაგრამ განგებით მხოლოდ ქულის გადარჩენისთვის მოუწიათ ბრძოლა. დომენიკო ბერარდის პირველ ტაიმში გატანილი ტერთმეტმეტრიანი ფაბიო კვალიარელამ მეორე ნახევარში თერთმეტმეტრიანითვე გაქვითა და ფრე – 1:1.
სიცილიაზე “პალერმომ” “ჯენოა” მიიღო, თუმცა სტუმართმოყვარეობა მაინცდამაინც ვერ გამოამჟღავნა და შინ უქულოდ გაუშვა. მატჩის გმირი კი მასპინძელთა ბელორუსი ნახევარმცველი ივაილო ჩოჩიევი გახდა, რომელმაც დუბლი პირველივე ნახევარში შეასრულა. მეორე ტაიმში სტუმრებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს, რომელიც ანგარიშზე ესპანელმა იაგო ფალკემ ჩაიწერა.
XXXI ტური ორშაბათს, “ფიორენტინასა” და “ჰელას ვერონას” მატჩით დასრულდება.
“სასუოლო” – “ტორინო” 1:1 (1:0)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 13.000
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლონგი, აჩერბი, კანავარო, პელუზო; ლაზარევიჩი, ბრიგი, ტაიდერი (62); ბერარდი (ფლოკარი 81), ძაძა, ფლორო ფლორესი (სანსონე 71)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; დარმიანი, ბენასი (ბაშა 70), ვივესი, ფარნერუდი, მოლინარო (პერესი 54); მარტინესი (მაქსი ლოპესი 54), კვალიარელა
მწვთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 1:0 ბერარდი (45, პენ), 1:1 კვალიარელა (59, პენ)
გაფრთხილება: ბერარდი (31), აჩერბი (61) – ვივესი (45), ფარნერუდი (75), ბაშა (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 21 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:6 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: განპაოლო კალვარეზე
“კიევო” – “უდინეზე” 1:1 (1:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 11.000
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; ბირსა (სკელოტო 70), იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; პელისიერი (პალოსკი 60), მეჯორინი (ბოტა 66)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“უდინეზე” (3-4-2-1): კარნეზისი; დანილო, ბუბნიჩი (დი ნატალე 61), პირისი; ვიდმერი, ალანი, პინცი, პასკუალე; კონე, ფერნანდესი (გეიხო 46); ტერო (ბადუ 74)
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
გოლები: პელისიერი (39), 1:1 ცეზარი (72, ა.გ)
გაფრთხილება: მეჯორინი (58), ძუკანოვიჩი (59), ბირსა (64) – ფერნანდესი (31), ალანი (36), პინცი (45), დანილო (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 8 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:3 გაფრთხილება: 3:4
მსაჯი: დავიდე მასა
“ემპოლი” – “პარმა” 2:2 (2:1)
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
მაყურებელი: 9.000
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ლაურინი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; კროჩე, ვალდიფიორი (სინიორელი 64), ვესინო (ზიელინსკი 78); მაკარონე, პუჩიარელი (ტავანო 83)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“პარმა” (3-5-2): მირანტე; კასანი, კოსტა, ფედალი; ვარელა, ლილა (ბელფოდილი 69), ლოდი (ნოჩერინო 54), მაური, გობი; გეძალი, კოდა
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლები: 0:1 ლოდი (19), 1:1 მაკარონე (32), 2:1 ტონელი (45), 2:2 ბელფოდილი (73)
გაფრთხილება: მაური (62)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 14 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 13:2 გაფრთხილება: 0:1
მსაჯი: ფაბრიციო პასკუა
“პალერმო” – “ჯენოა” 2:1 (2:0)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 17.000
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, ანდელკოვიჩი, გონსალესი; რისპოლი, ჩოჩიევი (ბელოტი 72), რიგონი, იაიალო (ბოლცონი 58), ლაზაარი (დაპრელა 90); ვასკესი, დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; იცო, ბურდისო, დე მაიო (პავოლეტი 79); ედენილსონი, რინკონი, მანდრაგორა (ლაქსალტი 46), ბერგდიხი (ლესტიენი 70); იაგო ფალკე, ნიანგი, პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 1:0 ჩოჩიევი (9), 2:0 ჩოჩიევი (30), 2:1 იაგო ფალკე (52)
გაფრთხილება: ვიტიელო (37), იაიალო (55), ვასკესი (66), ბელოტი (84) – რინკონი (72), დე მაიო (78), პავოლეტი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 9 (1) ბურთის ფლობა: 46%54% კუთხურები: 6:5 გაფრთხილება: 4:3
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა
“რომა” – “ატალანტა” 1:1 (1:1)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 42.000
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი (დუმბია 84), ასტორი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; ნაინგოლანი, პარედესი (კეიტა 57), ფლორენცი; იტურბე (იბარბო (57), ტოტი, ლიაიჩი
მწვრთნელი: რუდი გარსია
“ატალანტა” (4-4-1-1): სპორტიელო; მაზიელო, სტენდარდო, ბენალუანე, დრამე; გომესი, ბაზელი (მილიაჩო 59), კარმონა, ესტიგარიბია; ემანუელსონი (მაქსი მორალესი 65); დენისი (ბიანკი 81)
მწვრთნელი: ედუარდო რეია
გოლები: 1:0 ტოტი (3, პენ), 1:1 დენისი (23, პენ)
გაფრთხილება: პარედესი (48), ასტორი (65), იანგა-მბივა (67), იბარბო (90) – ბაზელი (23), ბენალუანე (25), დრამე (63), მილიაჩო (72), სტენდარდო (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 5 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 11:1 გაფრთხილება: 4:5
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“კალიარი” – “ნაპოლი” 0:3 (0:2)
კალიარი, “სანტ ელია”
მაყურებელი: 10.000
“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, ჩეპიტელი, როსეტინი, აველარი; დესენა, კონტი, ეკდალი (ჟოაო პედრო 64); ფარიასი (კოსუ 63), საუ (ლონგო 46), მპოკუ
მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; გარგანო, ჟორჟინიო; კალეხონი (მესტო 68), ჰამშიკი (გაბიადინი 56), ინსინიე; იგუაინი (ძაპატა 62)
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 0:1 კალეხონი (24), 0:2 ბალცანო (45, ა.გ), 0:3 გაბიადინი (59)
გაფრთხილება: კონტი (44), ლონგო (61), როსეტინი (64), ჩეპიტელი (69) – კულიბალი (4), მაჯო (11, 66)
გაძევება: მაჯო (66)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 13 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 6:5 გაფრთხილება: 4:3 გაძევება: 0:1
მსაჯი: პაოლო ვალერი
“ინტერი” – “მილანი” 0:0 (0:0)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 74.022
“ინტერი” (4-3-1-2): ჰნადანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; გნუკური (67), მედელი, კოვაჩიჩი (შაქირი 77); ერნანესი; პალასიო, იკარდი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, ალექსი (პალეტა 70), მექსე, ანტონელი; ვან გინკელი, დე იონგი, პოლი (ჩერჩი 81); სუსო (დესტრო 73), მენეზი, ბონავენტურა
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გაფრთხილება: მედელი (28), ჟუან ჟესუსი (36), დ’ამბროზიო (83), ერნანესი (84) – დე იონგი (33), აბატე (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 6 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:3 გაფრთხილება: 4:2
მსაჯი: ლუკა ბანტი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 18 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 16, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 15, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 13, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13.