ფეხბურთი

18:25 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დინამო ჯერ ლიდერია, ზესტაფონში მატჩი ჩაიშალა

კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 24-ე ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი გაიმართა, ერთი კი ჩაიშალა: “ზესტაფონი” უსახსრობის გამო თამაშზე არ გამოცხადდა.

თბილისის “დინამომ” აუტსაიდერ “ვიტ ჯორჯიას” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა, საიდანაც ორი გიორგი პაპუნაშვილის ანგარიშზეა. პაპუნაშვილს 10 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ირაკლი მოდებაძეს დაეწია. “დინამო” ჯერჯერობით ლიდერია, მაგრამ სფფ “ზესტაფონს” ალბათ ტექნიკურ მარცხს ჩაუთვლის და პირველ ადგილზე “დილა” დადგება.

“ცხინვალმა” ივანწმინდაში “ჩიხურა”დაამარცხა. ზედიზედ მეორე ტურია, დუბლი მიითვალა ცხინვალელთა ლიდერმა ნიკა კაჭარავამ. “სამტრედიამ” გაჭირვებულ “მეტალურგს” მოუგო,ხოლო ტორპედომ “გურიას.” ეს ქუთაისელთა მეხუთე გამარჯვებაა ბოლო ექვს მატჩში.

შაბათს “ზუგდიდმა” ლიდერ ბათუმის “დინამოს” 2:1 სძლია და უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა. გამარჯვების გოლი ზუგდიდელებმა თამაშის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე გაიტანეს.

ზღვისპირულ დერბიში “შუქურა”და “კოლხეთი” ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ, “სიონმა”კი გორში “მერანი” დაამარცხა.

24-ე ტური.

18 აპრილი:

ზუგდიდი – დინამო (ბათუმი) 2:1 (1:0)

1:0 შოთა ლომია (43, პენ), 1:1 გიორგი ქავთარაძე (57), 2:1 ლაშა კუკავა (89)

შუქურა (ქობულეთი) – კოლხეთი (ფოთი) 1:1 (0:1)

0:1 თამაზ ჯიშკარიანი (32), 1:1 გიორგი გურული (63)

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0)

1:0 ლუის ალბერტო (33)

19 აპრილი:

ჩიხურა (საჩხერე) – ცხინვალი 1:3 (1:1)

1:0 ევგენი ტროიანოვსკი (6), 1:1 დავით მაისაშვილი (26), 1:2, 1:3 ნიკა კაჭარავა (50, 77)

სამტრედია – მეტალურგი (რუსთავი) 2:1 (2:1)

1:0 რევაზ გეწაძე (4), 2:0 გრიგოლ დოლიძე (10), 2:1 როსტომ მიქაუტაძე (32)

ზესტაფონი – დილა (გორი)

ზესტაფონი არ გამოცხადდა

დინამო (თბილისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:0 (2:0)

1:0 გიორგი პაპუნაშვილი (14), 2:0 მათე ცინცაძე (43), 3:0 გიორგი პაპუნაშვილი (70)

გურია (ლანჩხუთი) - ტორპედო (ქუთაისი) 1:3 (0:1)

0:1 დავით კირკიტაძე (1), 1:1 ვილი ისიანი (74), 1:2 შოთა ბაბუნაშვილი (86), 1:3 ვახტანგ კვარაცხელია (88)

1. დინამო თბილისი 24 14 5 5 40:20 47
2. დინამო ბათუმი 24 14 3 7 31:21 45
3. დილა 23 13 6 4 34:18 45
4. სამტრედია 24 12 4 8 32:21 40
5. ცხინვალი 24 12 3 9 28:30 39
6. ჩიხურა 24 10 6 8 32:28 36
7. შუქურა 24 9 7 8 29:27 34
8. ტორპედო 24 8 10 6 31:25 34
9. გურია 24 8 8 8 24:33 32
10. კოლხეთი 24 7 8 9 23:27 29
11. ზუგდიდი 24 7 7 10 18:28 28
12. ზესტაფონი 23 6 8 9 40:40 26
13. მერანი 24 6 8 10 17:24 26
14. მეტალურგი 24 6 6 12 22:30 24
15. სიონი 24 6 5 13 22:36 23
16. ვიტ ჯორჯია 24 4 4 16 21:36 16

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111019