Le Figaro-ს ცნობით, პსჟ ზაფხულში შეტევის გაძლიერებას გეგმავს და შეეცდება, პსვ-ს ფეხბურთელი მემფის დეპაისა და “ევერტონის” შემტევის რომელუ ლუკაკუ გადაიბიროს.
პსვ დეპაის 20 მილიონ ევროდ აფასებს. წყაროს ცნობით, ზაფხულში დეპაი კლუბის შეცვლას გეგმავს. ლუკაკუს გადაბირებით ასევე დაინტერესებულები არიან “ვოლფსბურგი” და “დორტმუნდი”.
მემფის დეპაი პსვ-ს შემადგელობაში 2011 წლიდან ასპარეზობს. შემტევმა ჰოლანდიურ კლუბში 87 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა. რომელუ ლუკაკუ 2014 წლიდან იცავს “ევერტონის” ღირსებას, 30 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.