ფეხბურთი

16:28 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “იუვეს” პოგბას შემცვლელად რამირესი და ვიტცელი უნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბოლო დროს ტურინის “იუვენტუსიდან” ფრანგი ფეხბურთელის პოლ პოგბას აბარგების შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმაა ატეხილი და, შესაბამისად, “ბიანკონერი” მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელის წასვლის შემთხვევაში ტურინელები ლონდონის “ჩელსის” და “ზენიტის” ნახევარმცველების - რამირესისა და აქსელ ვიტცელის გადაბირებას შეეცდებიან. 28 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 3 გოლი გაიტანა 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. 26 წლის ბელგიელმა კი 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთხელაც თანაგუნდელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ევროპელის – 28 მილიონს. მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან ორივე ფეხბურთელის ღირებულება ბაზარზე დაეცა, რამირესისა 3 მილიონით, ხოლო ვიტცელის - 7 მილიონი ევროთი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132858