ფეხბურთი

18:04 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი: “ანჩელოტი ჩემი საფეხბურთო მამაა”

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ფრანგულ გამოცემა “ეკიპთან” საუბრისას კარლო ანჩელოტის მიმართ მადლიერება გამოხატა. ვერატის განცხადებით, კარლო მას პარიზში ყოფნის პირველ პერიოდში ძალიან დაეხმარა.

“როცა პარიზში ჩავედი ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და რთული მომენტი მედგა. მაშინ ანჩელოტი ძალიან მეხმარებოდა, როგორც მოედანზე, ისე მოედნის ფარგლებს გარეთ. შემიძლა ვთქვა, რომ იგი ჩემი საფეხბურთო მამაა. საოცარი ადამიანია. მისი მადლობელი ვარ”, - განაცხადა ვერატიმ.

ცნობილია, რომ ანჩელოტიმ ესპანურ es radio-თან საუბრისას ვერატის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და მას საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი უწოდა.

მარკო ვერატი პსჟ-ში 2012-2013 წლების სეზონის წინ გადავიდა და იმ დროისთვის ფრანგულ გუნდს სწორედ ანჩელოტი ავარჯიშებდა.

0.114779