ფეხბურთი

11:32 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ერთი თამაშით შეუმცირეს

პსჟ-ს შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია საფრანგეთის ჩემპიონატში, სამ თამაშამდე შემცირდა.

33 წლის ფეხბურთელი იმის გამო დასაჯეს, რომ 15 მარტს, “ბორდოსთან” 2:3 მარცხის შემდეგ საფრანგეთს “ჩასვრილი ქვეყანა” უწოდა. პსჟ-ს ხელმძღვანელობამ მიიჩნია,რომ სასჯელი ზედმეტად მკაცრი იყო, ის საფრანგეთის ნაციონალურ ოლიმპიურ და სპორტულ კომიტეტში გაასაჩივრა და იქ გადაწდა, რომ დისკვალიფიკაციის ვადა ერთი თამაშით შემცირებულიყო.

ამრიგად, ზლატანი ვერ ითამაშებს “ნიცას”, “ლილისა” და “მეცის” წინააღმდეგ, მაგრამ 2 მაისს “ნანტის” წინააღმდეგ მოედანზე გასვლის უფლება ექნება. ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში იბრაჰიმოვიჩს 22 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.

0.118872