"აინტრახტს" მეგოლე ალექსანდრ მაიერი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა და ნუ გაგვიკვირდება, რომ დარჩენილ მატჩებში შედეგიანი ვერ იქნება. აი, პირველი მაგალითიც.
მასპინძლები უფრო მწვავედ უტევდნენ და ეს უფრო პირველ ტაიმზე ითქმის, როცა სეფეროვიჩსა და აიგნერს გაუცუდდათ შანსი, სტუმართაგან კი მცველმა ფაბიან ჯონსონმა ვერ გამოიყენა მომენტი - ოდნავ ააცილა. შესვენების შემდეგ ისევ აიგნერს ჰქონდა ყველაზე რეალური მომენტი, საჯარიმოში მცველი მოატყუა და ახლოდან დაარტყა, მაგრამ ააცილა.
"აინტრახტი" ცხრილის შუაში დარჩა და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი კიდევ აქვს, აი, "გლადბახი" კი სამეულში შესასვლელად იბრძვის. მესამე ადგილით პირდაპირ გავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, მეოთხეზე გასვლის შემთხვევაში კი ერთი ეტაპის გადალახვა დასწირდება, რაც იოლი არ იქნება - სავარაუდოდ, მძლავრი გუნდი შეხვედება.
აინტრახტი-გლადბახი 0:0
აინტრახტი: ტრაპი, იგნიოვსკი, ანდერსონი, მადლუნგი, ოცზიპკა, აიგნერი, ჰასებე, კიტელი, სეფეროვიჩი, მედოევიჩი (ჩანდლერი 65), ვალდესი (პიაზონი 81)
მწვრთნელი: თომას შააფი
გლადბახი: ზომერი, დომინგესი, ბრაუერსი, იანჩკე, ჯონსონი (ნორდვაიტი 90), ვენდტი, ჰერმანი (ტრაორე 81), კრამერი, ჯაკა, რაფაელი (თორგან აზარი 73), მაქს კრუზე
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გაფრთხილება: ვენდტი (7), ანდერსონი (9), მედოევიჩი (49), ოცზიპკა (51), ჰერმანი (57)
მსაჯი: ფრიტცი
ბურთის ფლობა: 46-54, დარტყმა: 17 (5)-11 (4); კუთხური: 8-5, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-5, ჯარიმა: 17-13