ფეხბურთი

22:23 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერ-აუტსაიდერები და მალტელი მსაჯები

ისე მოხდა, რომ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში ლიდერები აუტსაიდერებს ხვდებიან და წესით, ქულები არ უნდა დაკარგონ. შაბათს ბრძოლაში პირველი ბათუმის “დინამო” ჩაებმება. ზღვისპირელები ზუგდიდს ესტუმრებიან და იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელით. ბოლო დროს ზუგდიდელებმა სიტუაცია ცოტა გამოიკეთეს, ჯერ ლიდერთა ჯგუფში მყოფ “ცხინვალს” მოუგეს, შემდეგ კი ჩინებულ ფორმაში შესულ “ტორპედოსთან” ფრედ ითამაშეს. ბათუმელებმა კი ზედიზედ 6 მოგების შემდეგ “ტორპედოსთან” წააგეს, მაგრამ გასულ ტურში უმაყურებლო “ჩელე არენაზე” “სამტრედია” დაამარცხეს და დაამტკიცეს, რომ ქუთაისელებთან წაფორხილება შემთხვევითობა იყო და არა კანონზომიერება. მაინც ვფიქრობთ, რომ ამ წყვილის ფავორიტები ზღვისპირელები არიან.

შედარებით იოლი თამაში ელის “დილას”. გორელები ზესტაფონს ესტუმრებიან და ფაქტობრივად, დაშლილ “ზესტაფონს” დაუპირისპირდებიან. მარგველები კვლავ უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში არიან და კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მომავალ სამშაბათს ელოდებიან, როცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება და მასზე მხოლოდ ერთი - “ზესტაფონის” დაფინანსების საკითხი განიხილება.

თბილისის “დინამო” ბოლო ადგილზე მყოფ “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს და წესით, 3 ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეს.

საინტერესო უნდა გამოდგეს “ჩიხურა”-“ცხინვალისა” და “გურია”-“ტორპედოს” მატჩებიც. ცხინვალელბს წინა ტურში დისკვალიფიკაციამოხდილი ლიდერი, ნიკა კაჭარავა დაუბრუნდა და “გურიას” 3:0 მოუგეს. კაჭარავამ დუბლი მიითვალა და ერთიც შინდაგორიძეს გაატანინა. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ცხინვალი” კაჭარავათი და მის გარეშე სხვადასხვა გუნდებია.

დაბოლოს, ტურის 2 მატჩს მალტელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის: მარიო აპაპი, მიჩელ სკერი, კრისტოფერ ფრანცალანზა და ადრიან აზოპარდი შაბათს “სიონი” – “მერანის” შეხვედრას მოემსახურებიან, კვირას კი “ჩიხურა” - “ცხინვალსას”.

24-ე ტური.

18 აპრილი:

ზუგდიდი – დინამო (ბათუმი)

ზუგდიდი. “ბაიას”ბაზა. 16:00

დისკვალიფიცირებული: ნიკა დიასამიძე (დინამო)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ა. ნონიკაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:2

შუქურა (ქობულეთი) – კოლხეთი (ფოთი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 16:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, დ. კვეტენაძე, ი. მაჩიტიძე, დ. სანოძე, ი. კვირიკაშვილი, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:2

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებული: ვაჟა ლომაშვილი (მერანი)

მსაჯები: მ. აპაპი, მ. სკერი, კ. ფრანცალანზა, ა აზოპარდი (სათადარიგო) (ყველა მალტა)

პირველ წრეში: 0:2

19 აპრილი:

ჩიხურა (საჩხერე) – ცხინვალი

ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი კაჭკაჭიშვილი (ცხინვალი)

მსაჯები: ა. აზოპარდო, მ. სკერი, კ. ფრანცალანზა, მ. აპაპი (სათადარიგო) (ყველა მალტა)

პირველ წრეში: 1:2

სამტრედია – მეტალურგი (რუსთავი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: თორნიკე გორგიაშვილი, თორნიკე კაპანაძე, გიორგი თევზაძე (სამივე სამტრედია); გიორგი ნარიმანიძე (მეტალურგი)

მსაჯები: ხ. გაგნიძე, დ. გაბისონია, ზ. ასკაროღლი, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:1

ზესტაფონი – დილა (გორი)

ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ი. უკლება, ა. კოკაია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:2

დინამო (თბილისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

თბილისი. “დინამო არენა.” 16:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზვ. ერქვანია, ფ. ჭაავა, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:0

გურია (ლანჩხუთი) - ტორპედო (ქუთაისი)

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებული: გივი იოსელიანი (ტორპედო)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ა. ჟივიძე, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:2

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), შოთა ლომია (ზუგდიდი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.112666