მადრიდის “რეალის” იტალიელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ესპანურ რადიო – es radio-თან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. იგი კონტრაქტის გახანგრძლივების თემას შეეხო და აგრეთვე, სამომავლოდ ესპანეთის ნაკრებში შესაძლო მუშაობა არ გამორიცხა.
“არ ვიცი გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს, მაგრამ ერთი წელი ისევ მაქვს. მწვრთნელების მომავალს მათივე შედეგები განსაზღვრავენ და ვნახოთ, როგორ ვიასპარეზებთ მომავალ სეზონში და მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობა? – რატომაც არა, ალბათ, იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უფრო ადვილი იქნება.
დიახ, მარკო ვერატი ძალიან მომწონს, თუმცა სამწუხაროდ, მისი მადრიდში გადმოყვანა არ შემიძლია, რადგან პსჟ მას არ ყიდის. ჩემი აზრით, დღეისათვის ვერატი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელია.
რაც შეეხება იკერს – არ მგონია კასილიასი გუნდიდან წავიდეს. დარწმუნებული ვარ, კარიერის ბოლომდე მადრიდში დარჩება”, - თქვა ანჩელოტიმ.