ფეხბურთი

18:33 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა სამედიცინო შტაბს არაფერში ადანაშაულებს

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გუნდიდან წასული ექიმის შესახებ მცირე კომენტარი “ჰოფენჰაიმთან” გასამართი თამაშის წინ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პეპის თქმით, მათ შორის არაფერი მომხდარა, ის არაფერ შუაში იყო და ეს გადაწყვეტილებაც თავადვე მიიღო.

“დამწუხრებული ვარ, ექიმები არაფერ შუაში არიან, ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. ეს გადაწყვეტლება მან დამოუკიდებლად მიიღო და მე პატივს ვცემ მის აზრს. ტრავმები ფეხბურთის თანმდევია და ექიმების ბრალი არაფერია”, - თქვა გვარდიოლამ.

ბოლო დროს “ბაიერნში” ტრავმების ეპიდემია მძვინვარებს, რის გამოც გუნდიდან წასვლა “რეკორდმაისტერის” ლეგენდარულმა ექიმმა, მიულერმა-ვოლფარტმა გადაწყვიტა. ამ ფაქტის შემდეგ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ გუნდის სამედიცინო შტაბის მუშაობით გვარდიოლა გაცხარებული იყო, თუმცა თავად ესპანელმა ეს ყველაფერი უკვე უარყო.

0.117015