როგორც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ესპანელმა აგენტმა ფრანკოს გალიარდომ განაცხადა, “სტოკ სიტის” ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი “სამეფო კლუბში” გააგრძელებს კარიერას.
“სავარაუდოდ, კასილასი და ნავასი “რეალს” სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებენ. მადრიდულ კლუბს ორი მეკარის დამატებაზე მოუწევს ზრუნვა. “ბარსელონას” მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, კატალონიურ კლუბს ანალოგიური პრობლემა გასული სეზონის შემდეგ შეექმნა – აღნიშნა ფრანკოს გალიარდომ.
“ამ ყველაფერს ბეგოვიჩის დამატება მოჰყვება. ბოსნიელი კარგად თამაშობს ინგლისის პრემიერლიგაში, მადრიდის “რეალი” კი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ინგლისური კლუბის წარმომადგენლებთან” – დაასრულა გალიარდომ.
იკერ კასილასის შესაძლო ტრანსფერის შესახებ რამდენიმე დღის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა. 55 წლის იტალიელი სპეციალისტის თქმით, ესპანელმა მეკარემ კარიერა კვლავ “რეალში” უნდა განაგრძოს.