ფეხბურთი

17:32 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

როხო, კერიკი, ბლინდი და ჯონსი “ჩელსისთან” მატჩს გამოტოვებენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ლონდონის “ჩელსისთან” “სტემფორდ ბრიჯზე” გასამართი პრემიერლიგის 33-ე ტურის მატჩის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფილ ჯონსი, დალეი ბლინდი, მაიკლ კერიკი და მარკოს როხო ტრავმების გამო მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აგრეთვე აღნიშნა, ჯონი ევანსი დისკვალიფიცირებულია და სასტარტო შემადგენლობის მნიშვნელოვნად შეცვლა მოუწევს. ვან გაალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლუკ შოუ დიდი ხანია გუნდთან ერთად ვარჯიშობს და უკვე შეუძლია თამაშის ჩატარება, ვან პერსი კი მთავარ გუნდთან ერთად უკვე ერთი კვირაა რაც ემზადება და მის გამოყენებაზე ჰოლანდიელი სპეციალისტი იფიქრებს.

პრემიერლიგას “არისტოკრატები” 73 ქულით ლიდერობენ, მეორეადგილოსან “არსენალს” 7, ხოლო “წითელ ეშმაკებს” 8 ქულით უსწრებენ. “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრა 18 აპრილს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

0.114794