კალათბურთი

23:20 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილმა ნახევარფინალში 27 ქულით და 10 მოხსნით გააღწია

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა, მისმა “ჩემპვილმა” კი “მუტაჰედს” ოვერტაიმში 115:112 სძლია, მეოთხედფინალური სერია 3:0 მოუგო და ნახევარფინალში გააღწია.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და თითქმის შეუცვლელად – 42 წუთს ითამაშა. ამ დროში სკიტას მონაგარი 27 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო.

ცქიტიშვილი თამაშის განმავლობაში ჩინებულად ესროდა. მან 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 13-ვე (!) საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ, მოკლედ, ფოლის გარეშე ვერ აჩერებდნენ.

შედეგად, ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 46-ს უწია, რაც ერთი პუნქტით ჩამორჩა “მუტაჰედის” ლიდერ დევარიკ სპენსერის მაჩვენებელს. ამერიკელმა ლეგიონერმა 45 წუთში 42 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა, თუმცა, სტუმრები მარცხისგან ვერ იხსნა.

როგორც აღვნიშნეთ, “ჩემპვილმა” ნახევარფინალში გააღწია, სადაც მეტოქედ “იუნაიტედ ბიბლოს ამჩიტი” ეყოლება. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში “ტადამონი” ასევე 3:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115701