ფეხბურთი

22:12 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერესი “რომაში” ითამაშებს

იტალიური “ტორინოს” მარჯვენა მცველი ბრუნო პერესი მომავალი სეზონიდან “რომას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “სქაი სპორტი” იუწყება. ამავე გამოცემის ცნობით, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. “რომამ” ბრუნო პერესისთვის ბრძოლაში თანაქალაქელ “ლაციოს” და პორტუგალიურ “პორტუს” აჯობა, რომელიც თავის მხრივ “რეალში” გადაბარგებული დანილოს შემცვლელის ძებნას შეუდგა.

25 წლის ბრუნო პერესი “ტორინოში” მიმდინარე სეზონის წინ ბრაზილიური “სანტოსიდან” გადავიდა და იტალიურ და ევროპულ ფეხბურთს ალღო ადვილად აუღო. მან სერია A-ში ამ დროისთვის 27 თამაშის ჩატარება მოასწრო და მეტოქეებს 2 გოლიც გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112434