სადღეისოდ პლანეტის ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალში იოლად, ავსტრიელი ანდრეას ჰაიდერ-მაურერის 6:4, 6:0 დამარცხების შემდეგ გავიდა. მეოთხედფინალში 27 წლის სერბი ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება.
28 წლის ავსტრიელის ძლევას “ნოლემ” 56 წუთი მოანდომა. ჯოკოვიჩი კარიერის განმავლობაში პირველად შეხვდა ჰაიდერ-მაურერს და დღეს ბალკანელის აქტივში 4 ბრეიკი და 2 ეისი გახლავთ.
ნოვაკის სამეოთხედფინალე ოპონენტმა მარინ ჩილიჩმა მესამე წრეში აფროფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:3, 7:6 მოუგო.