როგორც სოციალურ ქსელში საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ოფიციალური გვერდი იუწყება, წყალბურთში საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა პირველი საერთაშორისო ტესტ-მატჩი სტამბოლში თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ 6:6 დასრულდა. შეგახსენებთ, საქართველოს 15-წლამდე ნაკრების მწვრთნელები რევაზ ჩომახიძე და თამაზ კუტივაძე არიან.