ფინეთის საკალათბურთო ჩემპონატის მორიგ ტურში გივი ბაქრაძის “ლაპუან კორიკობრატი” ვთბ-ლიგის მონაწილე “ბიზონს ლოიმაას” ესტუმრა და მოულოდნელად იოლად იმარჯვა – 60:81.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21:50 წუთში 3 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ბაქრაძემ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი კი ააცილა.
“კორიკობრატი” 13 მოგებით და 27 მარცხით მე-9 ადგილზეა, თუმცა, მე-8 პოზიციაზე მყოფ “ჰელსინკის” 4 გამარჯვებით ჩამორჩება და პლეი-ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს.