სხვა

22:42 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასანიძემ ლორთქიფანიძის გამოსვლა დადებითად შეაფასა

სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 63 კგ კატეგორიის B ჯგუფში, ქართველი ქალი ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე გამოვიდა. რომელმაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ თათიას გამოსვლა დადებითად შეაფასა.

თათია პირველი ქართველი ქალი ძალოსანია, რომელმაც ასეთ მაღალი რანგის ტურნირზე იასპარეზა.

გიორგი ასანიძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “თათიამ ნორმალურად იასპარეზა. ის ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე პირველად გამოვიდა. მისი შედეგი დამაკმაყოფილებელია. დარწმუნებული ვარ მომდევნო შეჯიბრებებზე უფრო კარგად იასპარეზებს და უკეთეს შედეგსაც აჩვენებს. როგორც თავიდანვე ვამბობდით, მედლებს მძიმე წონოსნებისგან ველით. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ სპორტის სასახლეში მოვიდნენ და ჩვენ ძალოსნებს უქომაგონ”.

თათია ლორთქიფანიძე (საქართველოს ნაკრების წევრი): “ასეთი მაღალი დონის ტურნირზე პირველად მივიღე მონაწილეობა. კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით და იმედი მაქვს მომავალ ტურნირებზე უფრო უკეთესად ვიასპარეზებ.

ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების მონაწილეობის განრიგი

ხუთშაბათი, 16 აპრილი
სოფიო მუქათარიძე 69კგ

პარასკევი, 17 აპრილი
ნიკა ნანაძე 94 კგ
დავით გოგია 105 კგ
გია მაჭავარიანი 105 კგ

შაბათი ,18 აპრილი
ირაკლი თურმანიძე +105 კგ
გიორგი ჩხეიძე +105 კგ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115037