ესპანური “ვალენსია” ზაფხულში გუნდის 29 წლის თავდამსხმელ ალვარო ნეგრედოს სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვას ეცდება. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. ფეხბურთელი “მესტალიაზე” გასული ზაფხულიდან მოყოლებული იჯარის წესით ასპარეზობს, ისე კი ინგლისური “მანჩესტერ სიტის” საკუთრებაშია.
მიუხედავად იმისა, რომ ნეგრედოს “ღამურების” რიგებში ბომბარდირული თვისებები ჯერ არ გამოუმჟღავნებია, ესპანური კლუბის ხელმძღვანელებს, როგორც ჩანს მისი მაინც ეიმედებათ.
ალვარო ნეგრედოს მიმდინარე სეზონში ესპანურ ლა ლიგაში ჩატარებული 23 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი.