ტურინის “იუვენტუსისა” და “მონაკოს” მატჩის ბედი ერთადერთმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა, რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გასაკვირი არაა, რომ შეხვედრის მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით მონეგასკური კლუბის წარმომადგენლები უკმაყოფილონი დარჩნენ.
თერთმეტმეტრიანი არ იყო, რადგან ფეხბურთელებს შორის კონტაქტი საჯარიმოს გარეთ დაიწყო. თუმცა ჩვენ კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ისევ გვაქვს”, - განაცხადა “მონაკოს” იტალიელმა კაპიტანმა ანდრეა რაჯიმ.
მატჩის შემდეგ უკმაყოფილება არც ფრანგთა მთავარ მწვრთნელ ლეონარდო ჟარდიმს დაუმალავს:
“ეს შედეგი არასამართლიანია, რადგან მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა”, - მოკლედ თქვა ჟარდიმმა.
აღნიშნული მატჩი “იუვენტუსმა” არტურო ვიდალის მიერ 57-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო, რომელიც რიკარდო კარვალიოს მხრიდან ალვარო მორატაზე წესების დარღვევისთვის დაინიშნა.