ფეხბურთი

21:10 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ ვერატი დაიწუნა

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი დღესდღეობით ევროპული გრანდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია. ესპანელი თავდამსხმელის ბოიან კრკიჩის თქმით, ვერატის შეძენა თავის დროზე “რომას” შეეძლო, თუმცა ახალგაზრდა ტალანტი რომაელთა მაშინდელმა თავკაცმა, ამჟამად “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაიწუნა.

“ლუის ენრიკეს, როდესაც “რომაში” მუშაობდა, მარკო ვერატის ყიდვა შეეძლო, მაგრამ მისი აზრით, მაშინ ვერატი გუნდის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა”, - თქვა ბოიანმა.

ლუის ენრიკე რომაულ გუნდში 2011-2012 წლების სეზონში მუშაობდა, ხოლო მის ღირსებას იმ წელს კრკიჩიც იცავდა.

ვერატი იმხანად სერია B-ს ბინადარ “პესკარას” რიგებში თამაშობდა.

0.105791