ჩოგბურთი

12:19 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა “გრუნტის მეფეს” გაასწრო

დღეს გამოქვეყნებული საჩოგბურთო რეიტინგების მოწინავეთა ოცეულებში წინასთან შედარებით ცვლილებები პრაქტიკულად არ მომხდარა, თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც მოხდა – კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე ყოფნის კვირების რაოდენობით (142) ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფა ნადალს გაასწრო და ამ მაჩვენებლით ყველა დროის საუკეთესო შედეგის მიხედვით მეექვსე საფეხურზე დამკვიდრდა. მეხუთე პოზიციაზე ამერიკელი ჯონ მაკინროია, რომელიც რეიტინგს 170 კვირის განმავლობაში ედგა სათავეში. საუკეთესო შედეგი კი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (302) აქვს.

“არავისთვისაა საიდუმლო, რაფა ნადალი “გრუნტის მეფე” რომაა. ამ საფარიან კორტზე მალიორკელის დამარცხება ყოველთვის ურთულესი ამოცანაა. მას ხანდახან გარკვეული სახის სირთულეები აქვს, თუმცა, ტალანტი ყოველთვის “ადგილზეა”. რაფამ არაერთხელ დაამტკიცა, ნებისმიერი სირთულის დაძლევა რომ ხელეწიფება და ყოველი მორიგი დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერად თამაშობს”, - ამბობს ჯოკოვიჩი.

Emirates ATP Rankings

1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 13205

2 (2) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 8895

3 (3) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 6060

4 (4) კეი ნიშიკორი (იაპონია) 5280

5 (5) რაფა ნადალი (ესპანეთი) 5255

6 (6) მილოშ რაონიჩი (კანადა) 5070

7 (7) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4670

8 (8) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4510

9 (9) სტენ ვავრინკა (შვეიცარია) 4405

10 (10) მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 3360

11 (11) გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი) 3055

12 (12) ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი) 2380

13 (13) ჟილ სიმონი (საფრანგეთი) 2210

14 (14) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 2135

15 (16) კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 1960

16 (15) რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი) 1940

17 (17) ერნესტს გულბისი (ლატვია) 1910

18 (18) გაელ მონფისი (ბელგია) 1750

19 (19) ჯონ იზნერი (აშშ) 1720

20 (20) ტომი რობრედო (ესპანეთი) 1720

WTA Tour Singles Rankings

1 (1) სერენა უილიამსი (აშშ) 9981

2 (2) მარია შარაპოვა (რუსეთი) 7890

3 (3) სიმონა ხალეპი (რუმინეთი) 7571

4 (4) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 6060

5 (5) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 4675

6 (6) ანა ივანოვიჩი (სერბეთი) 4200

7 (7) ეჟენი ბუშარი (კანადა) 4122

8 (8) ეკატერინა მაკაროვა (რუსეთი) 3420

9 (9) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 3385

10 (10) კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 3335

11 (11) ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია) 3260

12 (12) კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) 2880

13 (13) ლუსი შაფარჟოვა (ჩეხეთი) 2870

14 (16) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 2865

15 (14) სარა ერანი (იტალია) 2805

16 (15) ვინუს უილიამსი (აშშ) 2591

17 (20) მედისონ კიზი (აშშ) 2325

18 (17) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) 2295

19 (18) საბინ ლისიცკი (გერმანია) 2127

20 (19) გარბინ მუგურუსა (ესპანეთი) 2125

0.115601