იტალიის სერია A მესამე ათეულ ტურს მიითვლის. XXX ტურის ცენტრალური შეხვედრა ნეაპოლში გაიმართება, სადაც “ნაპოლი” ფლორენციის “ფიორენტინას” დაუხვდება. ინტერესს იწვევს “ტორინოსა” და “რომას” მატჩიც. “მილანი” ტურის დასკვნით მატჩში გენუის “სამპდორიას” უმასპინძლებს, ხოლო ტურინის “იუვენტუსი” აუტსაიდერ “პარმას” ესტუმრება.
“ჯენოა” – კალიარი”
თარიღი: 11 აპრილი, 20:00 საათი
ადგილი: გენუა, “მარასი”
30-ე ტური ორი მატჩით დაიწყება. ერთ-ერთ მათგანში კი “ჯენოა” “კალიარის” უმასპინლებს. შეხვედრას სტუმართათვის გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს, რადგან სერია B უკვე ერთ ნაბიჯშია. ზდენეკ ზემანის გუნდში დაბრუნებამ სარდინიელებს ვერ უშველა. “ჯენოა” კი მშივიდადაა. ჯამპიერო გასპერინის გუნდი ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება და არც გავარდნა ემუქრება და ვერც ევროსაგზურებისთვის ახერხებს ბრძოლას.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; რონკალია, ბურდისო, იცო; ედენილსონი, რინკონი, ბერტლაჩი, კუჩკა; იაგო ფალკე, ბორიელო, პეროტი
“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, ჩეპიტელი, როსეტინი, აველარი; ეკდალი, კრესეტიჯი, დესენა; მპოკუ, საუ, ფარიასი
მსაჯი: რუსო
“პარმა” – “იუვენტუსი”
თარიღი: 11 აპრილი, 20:00 საათი
ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”
“ჯენოა” – “კალიარის” პარალელურად გაიმართება “პარმასა” და “იუვენტუსის” შეხვედრა. მასპინძლები ბოლო საფეხურზე არიან და მათ გავარდნას მხოლოდ გაოფიციალურებაღა აკლია. “იუვე” პირიქით – ტურინული გრანდი მორიგ ჩემპიონობასთან ძალზე ახლოსაა. მასიმიალიანო ალეგრი დღევანდელ მატჩში წამყვანი ფეხბურთელების დასვენებას აპირებს, მათ შორის ჯიჯი ბუფონის და კარლოს ტევესის. “იუვეს” სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა ელოდება. პირველ წრეში ამ გუნდთა დაპირისპირება შავ-თეთრებმა 7:0 მოიგეს. ამ გუნდთა დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით შეგვიძლია, რომ მატჩი დავითისა და გოლიათის დაპირისპირებად მოვნათლოთ. ვნახოთ რას გახდება დაშლილი "პარმა" ტურინული მონსტრის წინააღმდეგ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“პარმა” (4-3-3): მირანტე; კასანი, სანტაკროჩე, მენდესი, გობი; ხორკერა, ლოდი, ნოჩერინო; ვარელა, ბელფოდილი, გეძალი
“იუვენტუსი” (3-5-2): სტორარი; ოგბონა, ბონუჩი, კიელინი; პადოინი, სტურარო, მარკიზიო, პერეირა, დე ჩელიე; კომანი, ლორენტე
მსაჯი: ჯერვაზონი
“ვერონა” – “ინტერი”
თარიღი: 11 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”
დღევანდელი სათამაშო დღე ვერონაში დასრულდება. “ვერონა” მილანის “ინტერის” მასპინძელი იქნება. “ჰელასი” ცხრილის ქვედა ნაწილშია, თუმცა მათი გავარდნა ნაკლებ სავარაუდოა. დიდებულ ფორმაშია ვეტერანი ლუკა ტონი, რომელიც მეორე ახალგაზრდობას განიცდის. იტალიის ნაკრების ექს ფორვარდი ბომბარდირთა დავაშია გარეული. “ინტერის” საქმე ცუდადაა. “ნერაძური” თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უსახურ სეზონს ატარებს. გუნდისთვის არათუ ჩემპიონთა ლიგის, არამედ ევროპის ლიგის საგზურიც სანატრელია. რობერტო მანჩინი კი ჯერჯერობით დაკავებულ პოსტს ინარჩუნებს. როდემდე გასტანს ასე არავინ უწყის...
სავარაუდო შემადგენლობები:
“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; სალა, მორასი, როდრიგესი, პიზანო; ობადი, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; გომესი, ტონი, იანკოვიჩი
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; გუარინი, მედელი, კოვაჩიჩი; შაქირი; პალასიო, იკარდი
მსაჯი: ტალიავენტო
“ჩეზენა” – “კიევო”
თარიღი: 12 აპრილი, 14:30 წუთი
ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”
ხვალინდელი სათამაშო დღე პრინციპული შეხვედრით დაიწყება. “ჩეზენა” ელიტაში დარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის და თუ მიზნის მიღწევა უნდა ვერონას “კიევოს” აუცილებლად უნდა მოუგოს. “კიევო” შედარებით მშვიდადაა, მაგრამ როლანდო მარანის გუნდს მოდუნების უფლება არ აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, კრაინჩი, ლუკინი, ნიკა; კარბონერო, კაშონე, ჯორჯი; ბრიენცა; დეფრელი, სუჩი
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, რადოვანოვიჩი, იცკო, ჰეტემაი; მეჯორინი, პალოსკი
მსაჯი: ვალერი
“ატალანტა” – “სასუოლო”
თარიღი: 12 აპრილი, 17:00 საათი
ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”
ბერგამოში პირველი სამი ქულის მოლოდინშია გამოცდილი ედუარდო რეია, რომელიც “ატალანტას” აგერ უკვე 4 ტურია მოუგებლად ხელმძღვანელობს. ლომბარდიული გუნდი გასავარდნ ზონას მოხლოდ 4 ქულითაა დაშორებული და განგაშის სიგნალი აშკარად უნდა ესმოდეთ. “სასუოლო” კი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაწვრთნილები გაისადაც ელიტაში ითამაშებენ. “ნეროვერდის” გადასარევი შეტევის ხაზი ჰყავს – ბერარდი, ძაძა, სანსონე.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; მაზიელო, ბიავა, სტენდარდო, დრამე; ძაპაკოსტა, ჩიგარინი, კარმონა, გომესი; მაქსი მორალესი, დენისი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, კანავარო, ლონგი; ბიონდინი, მისიროლი, ტაიდერი; ბერარდი, ძაძა, სანსონე
მსაჯი: დოვერი
“ლაციო” – “ემპოლი”
თარიღი: 12 აპრილი, 17:00 საათი
ადგილი: რომი, “ოლიმპიკო”
ზედიეზედ მერვე? – რომის “ლაციო” ფანტასტიურად კარგად თამაშობს და მიჯრით 7 მატჩი აქვს მოგებული. ამას შუა კვირაში კოპა იტალიის ფინალში გასვლასაც თუ დავუმატებთ, მივხვდებით, რომ ლაციალე ფორმის პიკზეა. რომაული გუნდი თანაქალაქელ “რომას” მეორე ადგილისთვის ებრძვის. სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. კარგად გამოიუყრება მათი ხვალინდელი მეტოქე “ემპოლიც”. მაურიციო სარის გუნდმა სეზონის წინ დასახული ამოცანა ლამის უკვე გადაჭრა და იტალიის მთავარ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ახლა კი ტოსკანელები ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებენ. მიუხედავად, “ლაციოს” ბრწყინვალე ფორმაში ყოფნისა, სტეფანო პიოლის გუნდს ადვილი გასეირნება არ უნდა ჰქონდეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; კავანდა, დე ვრეი, ბრაიფიედი, ლულიჩი; მაური, ბილია, პაროლო; კანდრევა, კლოზე, ანდერსონი
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო; საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი
მსაჯი: პერუცო
“ნაპოლი” – “ფიორენტინა”
თარიღი: 12 აპრილი, 17:00 საათი
ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”
ტურის ცენტრალურ მატჩად “ნაპოლისა” და “ფიორენტინას” შეხვედრა მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთული გუნდი ძალზე ცუდ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგის საგზურს თითქმის გამოემშვიდობა. ამასთან, ვერც იტალიის თასის ფინალში გააღწია, რადგან ნახევარფინალი რომის “ლაციოსთან” დათმო. მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არც ფლორენციელები არიან. ნეაპოლელთა მსგავსად, იტალიის თასს “იებიც” ნახევარფინალიდან დაემშვიდობნენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩებიან. ორივე გუნდის მთავარ ნუგეშად ევროპის ლიგა რჩება, სადაც ხუთშაბათს პირველ მეოთხედფინალურ მატჩებს გამართავენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; ლოპესი, ინლერი; კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი; იგუაინი
“ფიორენტინა” (4-3-2-1): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი; ბადეი, მატი ფერნანდესი, კურტიჩი; სალაჰი, დიამანტი; ბაბაკარი
მსაჯი: დამატო
“ტორინო” – “რომა”
თარიღი: 12 აპრილი, 17:00 საათი
ადგილი: ტურინი, 17:00 საათი
მეორე ადგილოსანი “რომა” ტურინს ეწვევა და მშვენივრად მოასპარეზე “ტორინოს” გაეჯიბრება. რუდი გარსიას გუნდმა სკუდეტოზე ოცნებას თავი დაანება და ახლა თანაქალაქელი “ლაციოს” შემოტევებს იგერიებს. “რომას” ნებისმიერი ფეხის დაცდენა შესაძლოა ძალზე ძვირად დაუჯდეს. არადა, XXX ტურში “ჯალოროსის” ანგარიშგასაწევი მეტოქე ეყოლება. “ტორინო” ადვილად არავის არაფერს უთმობს და მეტადრე საკუთარ კედლებში. თანაც პიემონტელებს ევროპის ლიგაზე ზედიზედ მეორედ გასვლის იმედიც აქვთ. რაც მთავარია, აღნიშნული იმედი ოცნების სფეროს სულაც არ განეკუთვნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ბენასი, გაცი, ელ კადური, დარმიანი; მაქსი ლოპესი, კვალიარელა
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; იბარბო, ლიაიჩი, იტურბე
მსაჯი: ირატი
“უდინეზე” – “პალერმო”
თარიღი: 12 აპრილი, 17:00 საათი
ადგილი: უდინე, “ფრიული”
ტურის ყველაზე უმოტივაციო თამაში ალბათ უდინეში გაიმართება. არც “უდინეზეს” და არც “პალერმოს” რაიმე განსაკუთრებული მიზნები წლეულს აღარ ამოძრავებთ. მასპინლები ცხრილის მეორე ნაწილში არიან, თუმცა გასავარდნი ზონა შორსაა. იგივე ითქმის სიცილიურ “პალერმოზეც”. ამ მატჩის მთავარი ინტრიგა ვეტერანი ტოტო დი ნატალესა და ახალგაზრდა პაულო დიბალას დუელი უნდა იყოს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, ბადუ, გაბრიელ სილვა; დი ნატალე, ტერო
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; გონსალესი, ანდელკოვიჩი, ვიტიელო; რისპოლი, ჩოჩევი, რიგონი, იაიალო, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა
მსაჯი: ტომაზი
“მილანი” – “სამპდორია”
თარიღი: 12 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: მილანი, “სან სირო”
XXX ტური კვირას მილანში დასრულდება. “მილანი”, რომელმაც მიჯრით ორი თამაში აქვს მოგებული “სამპდორიას” უმასპინძლებს. ფილიპო ინძაგის ევროპის ლიგაზე გასვლის იმედი ისევ შენარჩუნებული აქვს, თუმცა “როსონერის” შანსები მაინც ბუნდოვნად სჩანს. სამაგიეროდ, რეალურია, რომ გაისად ევროპის ლიგაზე გენუური გუნდი ვიხილოთ. სინიშა მიხაილოვიჩის “სამპდორია” მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს და ერთი ხანობა სამეულში შესვლასაც ლამობდა. წესითა და რიგით, აღნიშნული დაპირისპირება საინტერესო და კარგი საყურებელი უნდა გამოდგეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, პალეტა, მექსე, ანტონელი; პოლი, დე იონგი, ვან გინკელი; ჩერჩი, დესტრო, მენეზი
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, მესბა; ობიანგი, პალომბო, სორიანო; ედერი, ოკაკა, ეტო’ო
მსაჯი: როკი