კალათბურთი

13:45 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტეხასურ დერბიში ისევ “სან ანტონიომ” იმარჯვა, გალინარიმ 47 ქულა ჩააგდო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 12 მატჩი გაიმართა.

ტეხასურ დერბიში “ჰიუსტონი” შინ “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე ჩემპიონები 104:103 იგებდნენ, ბურთი ჯეიმს ჰარდენს ჰქონდა, რომელიც მეტოქის სამწამიანში შევიდა, მაგრამ იქ ტიმ დანკანი დახვდა, რომელმაც “ბაბუაწვერას” დააფარა.

“სან ანტონიომ” მიმდინარე სეზონში 54-ე შეხვედრა მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. “სან ანტონიოში” საუკეთესო ტიმ დანკანი გახლდათ – 29 ქულა 10 მოხსნა. “ჰიუსტონში” 16 ქულით და 10 პასით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში “სან ანტონიომ” “ჰიუსტონს” 110:98 მოუგო.

“კლივლენდ კავალიერსი” საკუთარ დარბაზში “ბოსტონ სელტიკსთან” 90:99 დამარცხდა. 19-19 ქულით თავიანთ გუნდებს კევინ ლავმა და მარკუს სმარტმა ულიდერეს. ლებრონ ჯეიმსმა მეტოქეს 14 ქულა ჩაუგდო. ბოსტონელები აღმოსავლეთ კონფერენციაში 37 მოგებით მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან. “სელტიკსის” ორივე კონკურენტმა “ინდიანამ” და “ბრუკლინმა” თავიანთი მატჩები მოიგეს. “პეისერსმა” “დეტროიტი” 107:103 დაამარცხა. მატჩის ბოლო წამებზე “პისტონსის” კალათბურთელმა სამქულიანი ესროლა, მაგრამ ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია. “ბრუკლინმა” “ვაშინგტონი” 117:80 გაანადგურა. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ბრუკ ლოპესმა ჩააგდო.

დრამატული მატჩი გაიმართა დენვერში, სადაც “დენვერ ნაგეტსი” “დალას მავერიკსს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 121:121 დასრულდა. მატჩის პირველ ოვერტაიმში 13:13 დაფიქსირდა, ხოლო მეორე დამატებით 5-წუთეულის ბოლოს “დენვერი” 143:142 იგებდა, ბოლო წამებზე ტეხასელთა გამთამაშებელმა რაიმონდ ფელტონმა 2-ქულიანი ჩააგდო და “დალასს” მიმდინარე სეზონში 48-ე გამარჯვება მოუტანა. მატჩში ყველაზე შედეგიანი დანილო გალინარი იყო, რომელმაც ტეხასელებს 47 ქულა ჩაუგდო. გალინარიმ 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, 11-დან 8 ორქულიანი მოათავსა კალათში და 10-დან ათივე საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა. “დალასში” ყველაზე მეტი 25 ქულა დირკ ნოვიცკიმ ჩააგდო.

“ორლანდო მეჯიქი” – “ტორონტო რეპტორსი” 99:101 (19:29, 32:20, 25:27, 23:25)

“ორლანდო”: ოლადიპო (19 ქ. 5 მ.), ფურნიე (18 ქ. 6 მ.), ჰარისი (16 ქ. 8 მ.), ვუჩევიჩი (16 ქ.), გორდონი (13 ქ. 6 მ.), პეიტონი (6 ქ. 6 მ. 8 პ.), გრინი (5 ქ.), ნიკოლსონი (4 ქ.), დედმონი (2 ქ. 8 მ.).

“ტორონტო”: დეროზანი (29 ქ. 5 პ.), ჰენსბრო (16 ქ. 7 მ.), უილიამსი (13 ქ.), ლოური (10 ქ. 8 მ. 7 პ.), ვასკესი (9 ქ.), ვალანჩუნასი (8 ქ. 13 მ.), როსი (7 ქ.), პატერსონი (7 ქ. 5 მ.), ჰეისი (2 ქ.).

https://www.youtube.com/watch?v=HR-nGuJ9pxQ

“ატლანტა ჰოუქსი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 104:80 (15:15, 32:33, 23:12, 34:20)

“ატლანტა”: მუსკალა (17 ქ. 6 მ.), კორვერი (16 ქ. 5 მ.), ჰორფორდი (15 ქ. 8 მ.), შრიოდერი (14 ქ. 5 პ.), სკოტი (8 ქ. 5 მ.), ქეროლი (7 ქ. 6 მ.), ტიგი (6 ქ. 8 პ.), ჯენკინსი (6 ქ.), ანტიჩი (5 ქ.), მეკი (5 ქ.), დეი (3 ქ.), ბეიზმორი (2 ქ.).

“შარლოტი”: დენიელსი (15 ქ.), მაკსიელი (13 ქ.), უოლკერი (11 ქ. 6 პ.), ჰენდერსონი (10 ქ.), რობერტსი (9 ქ.), ჰეარსტონი (7 ქ.), ტეილორი (4 ქ. 6 მ.), ვონლე (4 ქ. 6 მ.), მარვინ უილიამსი (3 ქ. 9 მ.), მო უილიამსი (3 ქ.), ბიომბო (1 ქ. 11 მ.).

https://www.youtube.com/watch?v=GFpwOKS4ViY

“ბრუკლინ ნეტსი” – “ვაშინგტონ ვიზარდსი” 117:80 (31:14, 23:24, 21:24, 42:18)

“ბრუკლინი”: ლოპესი (26 ქ. 9 მ.), ბოგდანოვიჩი (22 ქ.), ჯეკი (14 ქ. 5 მ.), იანგი (10 ქ.), უილიამსი (9 ქ. 7 მ. 9 პ.), პლამლი (8 ქ. 5 მ.), ჯონსონი (7 ქ. 9 პ.), ბრაუნი (7 ქ.), ჯეფერსონი (7 ქ. 5 მ.), კლარკი (3 ქ.), მორისი (2 ქ.), ჯორდანი (2 ქ.).

“ვაშინგტონი”: ბილი (24 ქ.), გორტატი (21 ქ. 16 მ.), პორტერი (9 ქ.), ნენე (6 ქ.), ჰამფრისი (6 ქ. 5 მ.), სერაფინი (4 ქ.), პირსი (3 ქ.), უებსტერი (3 ქ.), სეშნსი (2 ქ. 7 მ. 10 პ.), გუდენი (1 ქ. 7 მ.), ბაინამი (1 ქ.).

https://www.youtube.com/watch?v=yI0AFa3ijgg

“კლივლენდ კავალიერსი” – “ბოსტონ სელტიკსი” 90:99 (17:28, 23:26, 37:25, 13:20)

“კლივლენდი”: ლავი (19 ქ. 6 მ.), ჯეიმსი (14 ქ. 7 პ.), მოზგოვი (13 ქ.), მილერი (11 ქ.), დელავედოვა (9 ქ. 8 პ.), ჯონსი (9 ქ.), ჰარისი (5 ქ.), მერიონი (4 ქ. 5 მ.), პერკინსი (4 ქ.), ტომპსონი (2 ქ. 12 მ.).

“ბოსტონი”: სმარტი (19 ქ.), ტომასი (17 ქ. 5 პ.), ბრედლი (15 ქ.), ზელერი (13 ქ. 6 მ.), ბასი (12 ქ. 5 მ.), კრაუდერი (7 ქ.), იერებკო (5 ქ. 6 მ.), სალინჯერი (5 ქ. 8 მ.), ტერნერი (4 ქ. 6 მ. 13 პ.), ოლინიკი (2 ქ.).

https://www.youtube.com/watch?v=fj0HPBN_na4

“დეტროიტ პისტონსი” – “ინდიანა პეისერსი” 103:107 (21:23, 26:28, 32:28, 24:28)

“დეტროიტი”: ჯექსონი (21 ქ. 9 პ.), მონრო (17 ქ. 12 მ.), კოლდუელ-პოუპი (16 ქ.), მიკსი (15 ქ.), დრამონდი (11 ქ. 15 მ.), ბატლერი (8 ქ.), ლუკას III (7 ქ.), ტოლივერი (6 ქ.), პრინსი (2 ქ.).

“ინდიანა”: მაილსი (24 ქ. 5 მ.), სტაკი (24 ქ.), ჯ. ჰილი (13 ქ. 9 პ.), უესტი (10 ქ. 7 მ. 9 პ.), ჰიბერტი (10 ქ. 11 მ.), ჯორჯი (10 ქ.), სკოლა (8 ქ. 8 მ.), მაინმი (6 ქ.), ს. ჰილი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=GzpSj5uEy40

“ნიუ იორკ ნიქსი” – “მილუოკი ბაქსი” 91:99 (21:28, 28:24, 16:29, 26:18)

“ნიუ იორკი”: გალოვეი (20 ქ.), ტომასი (16 ქ.), ლარკინი (14 ქ. 5 პ.), სმიტი (11 ქ. 7 მ.), ამუნდსონი (10 ქ. 11 მ.), ეისი (7 ქ. 6 მ.), ჰარდევეი (7 ქ. 5 მ.), ოლდრიჩი (4 ქ.), ლედო (2 ქ.).

“მილუოკი”: ანტეტოკოუნმპო (23 ქ. 9 მ.), მიდლტონი (22 ქ. 7 მ. 6 ჩ.), კარტერ-უილიამსი (19 ქ. 7 პ.), ფაჩულია (9 ქ. 5 მ. 2 პ. 1 ჩ.), მაიო (9 ქ.), ილიასოვა (6 ქ.), დადლი (5 ქ.), ჰენსონი (3 ქ.), ბეილესი (3 ქ.).

https://www.youtube.com/watch?v=MixpyWmtAUs

“ჰიუსტონ როკეტსი” – “სან ანტონიო” 103:104 (30:23, 18:23, 27:34, 28:24)

“ჰიუსტონი”: სმიტი (20 ქ. 6 მ.), არიზა (19 ქ.), ჰარდენი (16 ქ. 10 პ.), ჯონსი (14 ქ. 6 მ.), ჰოვარდი (12 ქ. 14 მ.), ბრიუერი (11 ქ.), ტერი (9 ქ.), პრიჯიონი (2 ქ.).

“სან ანტონიო”: დანკანი (29 ქ. 10 მ.), ლეონარდი (18 ქ. 9 მ.), მილსი (14 ქ.), ბეინსი (13 ქ.), დიაო (10 ქ. 5 მ.), ჯინობილი (6 ქ.), ბელინელი (5 ქ.), ეირსი (4 ქ.), ჯოზეფი (3 ქ.), პარკერი (2 ქ.).

https://www.youtube.com/watch?v=SyQbisYaL-w

“ნიუ ორლეან პელიკანსი” – “ფინიქს სანსი” 90:75 (27:21, 20:20, 23:19, 20:15)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (19 ქ. 9 მ.), გორდონი (15 ქ.), ევანსი (14 ქ. 6 პ.), კანინგემი (12 ქ. 9 მ.), კოული (12 ქ. 6 პ.), აჟინცა (7 ქ.), პონდექსტერი (3 ქ. 5 მ.), აშიკი (3 ქ. 18 მ.), ანდერსონი (3 ქ.), ჰოლიდეი (2 ქ. 5 პ.).

“ფინიქსი”: ბლედსოუ (19 ქ. 7 პ.), მარკიფ მორისი (12 ქ. 11 მ.), ტაკერი (12 ქ.), მარკუს მორისი (8 ქ. 9 მ.), უორენი (8 ქ.), რაითი (6 ქ. 6 მ.), გრინი (5 ქ.), გუდვინი (2 ქ. 5 მ.), ბარონი (2 ქ.), ბალოკი (1 ქ.).

https://www.youtube.com/watch?v=El1TiHGU0Mk

“ოკლაჰომა სიტი თანდერი” – “საკრამენტო კინგზი” 116:103 (34:24, 23:25, 25:27, 34:27)

“ოკლაჰომა”: უესტბრუკი (27 ქ. 5 მ. 10 პ.), კანტერი (25 ქ. 6 მ.), უეიტერსი (22 ქ. 6 მ.), მოროუ (19 ქ. 6 მ.), აუგუსტინი (8 ქ. 5 პ.), ადამსი (6 ქ. 11 მ.), კოლისონი (5 ქ. 7 მ.), რობერსონი (2 ქ.), მაკგერი (2 ქ.).

“საკრამენტო”: მაკლემორი (20 ქ.), მაკკალუმი (17 ქ. 6 მ.), უილიამსი (17 ქ. 6 მ.), კასპი (15 ქ. 6 მ.), სტაუსკასი (9 ქ.), მილერი (8 ქ. 8 პ.), ლენდრი (6 ქ. 6 მ.), ჰოლინსი (6 ქ.), ტომპსონი (5 ქ. 14 მ.).

https://www.youtube.com/watch?v=0unWpFl5hgI

“დენვერ ნაგეტსი” – “დალას მავერიკსი” 143:144 (27:35, 25:38, 37:20, 32:28, 22:23) ო.ტ.

“დენვერი”: გალინარი (47 ქ. 9 მ.), ჩენდლერი (20 ქ. 11 მ.), ლოუსონი (19 ქ. 5 მ. 18 პ.), ფოი (17 ქ. 5 მ. 5 ჩ.), ფარიდი (14 ქ. 9 მ.), ჰიკსონი (14 ქ. 12 მ.), ნურკიჩი (8 ქ. 7 მ.), ბარტონი (2 ქ.), გრინი (2 ქ.).

“დალასი”: ნოვიცკი (25 ქ. 9 მ.), ჯეფერსონი (24 ქ.), ჰარისი (21 ქ. 9 პ.), ელისი (19 ქ. 5 პ.), სტაუდმაიერი (15 ქ.), ფელტონი (13 ქ. 5 პ.), ამინუ (10 ქ. 9 მ.), ჩენდლერი (6 ქ. 11 მ.), ვილანუევა (6 ქ.), ბარეა (5 ქ. 9 პ.).

https://www.youtube.com/watch?v=mwVbuA19T_U

“იუტა ჯაზი” – “მემფის გრიზლი” 88:89 (23:29, 26:20, 23:24, 16:16)

“იუტა”: ჰეივორდი (27 ქ. 7 მ.), ჰუდი (18 ქ.), გობერტი (14 ქ. 14 მ.), კოტონი (11 ქ.), ინგლესი (6 ქ.), ფეივორსი (5 ქ. 10 მ.), ეკსამი (3 ქ. 5 პ.), ევანსი (3 ქ.), მილსაპი (1 ქ.).

“მემფისი”: გასოლი (22 ქ. 7 მ. 6 პ.), უდრიჰი (20 ქ.), ლი (15 ქ.), რენდოლფი (14 ქ. 10 მ.), გრინი (12 ქ.), კარტერი (4 ქ. 5 პ.), კუფოსი (2 ქ.).

https://www.youtube.com/watch?v=J4fR-hjF-Jw

“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” – “მინესოტა ტიმბერვულვზი” 106:98 (30:21, 22:26, 28:24, 26:27)

“ლეიკერსი”: კელი (21 ქ. 7 პ.), ბრაუნი (20 ქ. 7 პ.), ბლეკი (18 ქ. 10 მ.), კლარკსონი (18 ქ. 6 მ. 9 პ.), ჯონსონი (10 ქ. 8 მ.), დევისი (7 ქ. 9 მ.), საკრე (7 ქ. 5 მ.), ბაიკსი (5 ქ. 6 პ.).

“მინესოტა”: უიგინსი (29 ქ. 10 მ. 6 პ.), ლავინი (18 ქ. 5 მ.), პეინი (14 ქ. 7 მ.), ბრაუნი (10 ქ.), ბადინგერი (8 ქ.), ჰუმელი (7 ქ.), ჰამილტონი (6 ქ.), მარტინი (6 ქ.).

https://www.youtube.com/watch?v=19UXKIf95ps

0.125321