ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ნიუ იორკში “ნიქსს” 99:91 მოუგო. ქართველი ცენტრი სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 20 წუთი დაჰყო. ამ დროში მან გუნდს 9 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 1-დან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ფაჩულიას პარკეტზე ყოფნის დროს “მილუოკმა” მეტოქეზე 26 ქულით მეტი ჩააგდო.
ვისკონსინელებს 23 ქულით იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა, ნიუ იორკელთა რიგებში 20 ქულით ლანგსტონ გალოვეი გამოირჩა.
“მილუოკი ბაქსი” 39 მოგებით და 40 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება. “ბაქსს” ფაქტობრივად განაღდებული აქვს პლეი-ოფში თამაში. ჯეისონ კიდის შეგირდებმა საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად, დარჩენილ სამ მატჩში მინიმუმ ერთი შეხვედრა უნდა მოიგონ, ან უშუალო კონკურენტებმა თავიანთი მატჩებში წააგონ.
12 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე “მილუოკი” თავის უშუალო კონკურენტ “ბრუკლინ ნეტს” დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში ზაზა პლეი-ოფში თამაშს 2 ტურით ადრე გაინაღდებს.