უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” საკუთარ მოედანზე ლუცკის “ვოლინს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა სანდრო კობახიძემ. “ვოლინის” განაცხადში მოხვდა თემურ ფარცვანია, რომელიც მოედანზე 24-ე წუთზე გამოჩნდა, 36-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. უკრაინის პრემიერლიგის 14 გუნდიან ჩემპიონატში “ვოლინი” 25 ქულით მე-6 ადგილზეა.
მოლდოვის ჩემპიონატში “საქსანი” საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა “ზარიასთან.” ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ბეზიმოვმა გაიტანა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ირაკლი გოგინაშვილი, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს. მოლდოვის ჩემპიონატში ათი გუნდი მონაწილეობს. “საქსანი” სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-5 ადგილზეა.
რუმინეთის ჩემპიონატში “კლუჟი უნივერსიტატიამ” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “კლუჟი 1907.” დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი ჭანტურია, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს. 74-ე წუთზე ჭანტურიას გუნდი კაცნაკლულუ დარჩა, 86-ე წუთზე კი მასპინძლებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. რუმინეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში გიორგი ჭანტურიას გუნდი 18 ქულით მე-17 ადგილზეა.