ფეხბურთი

21:10 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “არსენალს” და “ლივერპულს” ელ შაარავი სურთ

როგორც Daily Express იუწყება, ლონდონის “არსენალსა” და “ლივერპულს” სტეფან ელ შაარავით გაძლიერება სურთ. აღნიშნული წყაროს ცნობით, 22 წლის შემტევი მოუთმენლად ელის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას, რადგან “მილანის” დატოვება სურს.

ელ შაარავიმ მიმდინარე წელს იტალიის სერია A-ს 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. სეზონის მეორე ნახევარში 3 მატჩში გამოჩნდა მინდორზე, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლო.

ფეხბურთელის შეძენით ასევე დაინტერესებულია მისი ყოფილი კლუბი “ჯენოა”. ასე რომ, შესაძლებელია მოთამაშემ იტალიის სერია A არ დატოვოს.

0.116119