ფეხბურთი

20:28 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” ჰიოვედესი და ვიმერი სურს

როგორც Daily Mirror იუწყება, “ტოტენჰემი” გელზერკინხენის “შალკეს” მცველის ბენედიქტ ჰიოვედესის შეძენით დაინტერესდა. ამ მომენტისთვის მსოფლიოს ჩემპიონის სატრანსფერო ღირებულება 13 მილიონ გირვანქას შეადგენს, თუმცა თავად ფეხბურთელი გერმანულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები ბუნდესლიგის კიდევ ერთი ფეხბურთელის, “კიოლნის” 22 წლის მცველის კევინ ვიმერის თამაშით დაინტერესდნენ, რომელიც პირველ ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. ახალგაზრდა ავსტრიელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და პირველობის მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა.

0.125233