სადიდსლემო ტურნირების 14-გზის (მათ შორის საფრანგეთის ღია პირველობის ცხრაგზის) ჩემპიონი რაფა ნადალი აღიარებს, რომ საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ასე ცუდ ფორმაში მყოფი არასდროს შეხვედრია გრუნტის სეზონს.
“ამჟამად რეიტინგში მეხუთე ადგილი მიკავია და ვფიქრობ, არათუ ამ შედეგის გაუმჯობესებას შევძლებ, მისი შენარჩუნებაც კი ძალიან გამიჭირდება. ჩემი რეიტინგი დიდწილად მომდევნო 7-8 კვირის განმავლობაში ჩასატარებელ ტურნირებზეა დამოკიდებული და თუკი სათანადო შედეგი ვერ ვაჩვენე, დაღმასვლა გარანტირებულია. ამგვარ ცუდ ფორმაში მყოფი არცერთ წინა გრუნტის სეზონს არ შევხვედრილვარ”, - ამბობს ნადალი.
მიმდინარე სეზონში რაფამ 6 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ორში (რიო დე ჟანეიროსა და ბუენოს აირესში) მოახერხა სამეოთხედფინალო ბარიერის დაძლევა. მარტის ბოლოსთვის რაფამ მხოლოდ 1015 სარეიტინგო ქულა დააგროვა. უარესი შედეგი მას მხოლოდ 2004 წელს ჰქონდა.
ნადალის მომდევნო შეჯიბრება მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ია. ეს ტურნირი 12-19 აპრილს ჩატარდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რომელ საათზე იქნებაა?იქნება თუარა ტელევიზიით?არუნდა დაწეროოთ?
საღამოს 7 საათზე. ფედერაციის youtube არხზე იქნება სტრიმი
ჩვენი პლიუსი ბელარუსიასთან პლეი-ოფია.თავდაჯერებულენი გამოვლენ აღარ ინერვიულებენ ბიჭები გაიხსნებიან არ იქნება ჩვენთვის დამახასიათებელი ფაცი -ფუცი და ვნახოთ რა გამოვა ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვართ. საქართველო გაბრწყინდება