ფეხბურთი

16:52 | 10.04.2015 | ნანახია 759 - ჯერ

ლოპესი “ტორინოსთან” გაახანგრძლივებს

იტალიური “ტორინოს” 31 წლის არგენტინელი შემტევი მაქსი ლოპესი ტურინულ კლუბში შემდეგ სეზონშიც იასპარეზებს.

როგორც Sport Mediaset-ი იტყობინება, “ტორინოს” სამწვრთნელო შტაბი ლოპესის თამაშით კმაყოფილია, ამიტომ კლუბმა გადაწყვიტა ფეხბურთელი მომდევნო სეზონშიც დაიტოვოს.

მაქსი იტალიურმა კლუბმა ზამთარში დაიმატა. 31 წლის არგენტინელმა “ტორინოს” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.12101