საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა ზალატ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ვერდიქტი გამოიტანა.
15 მარტს, “ბორდოსთან” მატჩის შემდეგ, პსჟ-ს ფორვარდმა პრესასთან საუბრისას საფრანგეთს შეურაცხყოფა მიაყენა: “15 წლის განმავლობაში არ მინახავს ისეთი მსაჯობა, როგორიც ამ “ჩასვრილ ქვეყანაში”. საფრანგეთი არ იმსახურებს ისეთ კლუბს, როგორიც პსჟ-ა”.
მოგვიანებით 33 წლის ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. შესაბამისი სტრუქტურის გადაწყვეტილებით, იბრაჰიმოვიჩს საფრანგეთის ჩემპიონატის ოთხი უახლოესი თამაშის გამოტოვება მოუწევს: “ნიცასთან”, “ლილთან”, “მეცთან” და “ნანტისთან”.
აღსანიშნავია, რომ ამ შაბათს ის ლიგის თასის ფინალში “ბასტიას” წინააღმდეგ ითამაშებს.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში ზლატანმა 17 გოლი გაიტანა. მოცემული მომენტისთვის პსჟ ქვეყნის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და “ლიონს” 1 ქულით უსწრებს.