ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “უდინეზედან” არგენტინელ ნახევარმცველ რობერტო პერეირას გამოისყიდის. ამის შესახებ იტალიური მედია უკვე დარწმუნებით იუწყება. გასულ ზაფხულს სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი ტურინში იჯარით გადავიდა და მაშინ კონტრაქტის დეტალებში მის გამოსასყიდ თანხად 14 მილიონი ევრო დასახელდა. ამ თანხას შესაძლოა “იუვემ” კიდევ 1.5 მილიონი ევრო დაამატოს და ჯამში პერეირას სანაცვლოდ 15.5 მილიონი ევრო გაიღოს.
24 წლის რობერტო პერეირა ტურინულ გრანდს კარგად მოერგო და დღემდე ყველა ტურნირის ჩათვლით შავ-თეთრი მაისურით 37 მატჩი გამართა და მეტოქეებს 5 გოლიც გაუტანა.