“ენფილდზე” უგოლოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალური ეტაპის დამატებითი მატჩი “ევუდ პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ბლექბერნმა” მერსესაიდული “ლივერპული” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 70-ე წუთზე გავიდა. ჯორდან ჰენდერსონმა და ფელიპე კოუტინიომ მარჯვენა ფლანგზე კედელი გაითამაშეს, რაც ბრაზილიელის საჯარიმოში შეჭრით და შედეგიანი დარტყმით დასრულდა – 0:1. “ლივერპული” 1/2 ფინალში გასვლაზე “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება.
ბლექბერნი – ლივერპული 0:1 (0:0)
ბლექბერნი, “ევუდ პარკი”
ლივერპული (4-3-3): მინოლე, სახო (ტურე 28), ლოვრენი, ჯონსონი, მორენო, ლეივა, ალენი, ჰენდერსონი, სტერლინგი, კოუტინიო, სტარიჯი (ლამბერტი 85).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლი: კოუტინიო 70.
გაფრთხილებები: ევანსი – სტერლინგი
მსაჯი: კევინ ფრენდი