“მონაკოს” გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, რიკარდუ კარვალიომ ტრავმა მოირჩინა და ლაზარეთი დატოვა.
36 წლის უკანახაზელმა დაზიანება 29 მარტს, პორტუგალიის ნაკრებში თამაშის დროს მიიღო. მას შემდეგ, “მონაკომ”, ლიგა ერთში, 2 თამაში ჩაატარა და ვერცერთი მოიგო.
“მონაკოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კარვალიომ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ივარაუდება, რომ ის პარასკევს “კანთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდება.