ესპანური გამოცემის, Cadena Cope-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” გუნდის კაპიტნის, იკერ კასილიასის გაყიდვას არ გეგმავს.
რამდენიმე დღის წინ, მადრიდულ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, “რეალი” კასილიასის დავიდ დე ხეათი ჩანაცვლებას გეგმავს. თუმცა, უახლესი ცნობებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კასილიასი კლუბში კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება. შემდეგ კი, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურებს.