ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ კოლუმბიის ქალაქ მედელინში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა და მარცხი განიცადა.
შაფათავა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კატერინა სტიუარტს დაუპირისპირდა და 17 წლის ამერიკელთან მხოლოდ 1 გეიმის აღება მოახერხა – 1:6, 0:6.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და რუსი მარინა მელნიკოვა ძალებს პარაგვაულ დუეტთან (სეპედე როიგი-გონსალესი) მოსინჯავენ.