ფეხბურთი

0:07 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მირანდა: “რეალი” ძლიერია, მაგრამ ამ გუნდთან ჯერ არ წაგვიგია”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი მირანდა “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასამართ მატჩზე საუბრობს. ბრაზილიელი უკანახაზელის თქმით, “რეალი” ძლიერი გუნდია, მაგრამ მის გუნდს “სამეფო კლუბთან” წარმატებით თამაშის გამოცდილება აქვს.

“რა თქმა უნდა, წინ რთული მატჩები გველის. “რეალი” დაუჯერებლად ძლიერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თუმცა, არ შეიძლება მადრიდელებს დაუმარცხებლები ვუწოდოთ. გავიხსენოთ, რომ მიმდინარე სეზონში, ამ გუნდთან 6-ჯერ ვითამაშეთ და ჯერ არ წაგვიგია.” – აცხადებს 30 წლის ფეხბურთელი.

მიმდინარე სეზონში, “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის გამართული 6 მატჩიდან ანჩელოტის შეგირდებმა მართლაც ვერცერთი მოიგეს. “როხიბლანკოს” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც “რეალთან”, ერთ სეზონში, 8-ჯერ ითამაშებს და არცერთხელ წააგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114331