ფეხბურთი

19:19 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვილი: “პსჟ-ს დატოვების მიზეზი არ მაქვს”

“პარი სენ ჟერმენის” ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი გრეგორი ვან დერ ვილი აცხადებს, რომ ის ფრანგული კლუბის დატოვებას არ გეგმავს.

ვან დერ ვილის კონტრაქტს ვადა 2016 წელს ეწურება. ბოლო დროს რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელები დანი ალვესის დამატებას აპირებდნენ და ლოგიკურია, რომ ჟურნალისტები ჰოლანდიელის პსჟ-სდან შესაძლო წასვლის შესახებაც ალაპარაკდნენ.

“პსჟ-ში ბედნიერი ვარ. ქალაქი, გუნდი და პარტნიორები მომწონს. აქ ყველაფერი იდეალურია. პსჟ-ს დატოვების მიზეზი არ მაქვს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ახალ კონტრაქტს გავაფორმებ.” – განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა.

0.062252