აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ვაშინგტონის “თეთრ სახლში” რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის სპორტული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სადღესასწაულოდ ერთ დროს ქალთა რეიტინგის პირველი ნომერი ჩოგბურთელი, ამჟამად მეხუთე საფეხურზე მყოფი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი მიიწვია და სკანდინავთან ერთად საჩვენებელი ორთაბრძოლაც გამართა.
“ბარაკ ობამასთან ჩატარებული მატჩისგან დიდი სიამოვნება მივიღე. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო”, - დაწერა ვოზნიაცკიმ საკუთარი ტვიტერის გვერდზე.