ფეხბურთი

12:30 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ზლატანის შემცვლელის ძიებაშია

ფრანგული მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “პარი სერ ჟერმენს” დატოვებს, პარიზის კლუბი მადრიდის “რეალის” და “ატლეტიკოს” თავდამსხმელების ქარიმ ბენზემას ან ანტუან გრიზმანის გადაბირებას შეეცდება.

შვედური მედიის ინფორმაციით, ზლატანმა პარიზში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ვიზის მოთხოვნის მიზნით საბუთები შეიტანა. საიდუმლო წყარო აცხადებს, რომ ზლატანს ამერიკაში ტურისტის რანგში ჩასვლა არ სურს და სავარაუდოდ შვედი აშშ-ს ჩემპიონატში გააგრძელებს კარიერას. ჯერჯერობით უცნობია პსჟ-ს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ზლატანის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩი კარიერის ბოლომდე საფრანგეთის გრანდში თამაშს არ აპირებს. მიმდინარე სეზონში ზლატანმა 31 მატჩი 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.112524