ფეხბურთი

11:46 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიამ ნორვეგია სასტარტოთი დაიწყო

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას 26-ე ტურში, ბიალისტოკის “იაგიელონიამ”, სადაც მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე და შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე გამოდიან, სახლში კრაკოვის “ვისლას” დაუზავდა - 2:2.

სტუმრებმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნეს, შემდეგ 46-ე და 71-ე წუთზე გატანილი გოლებით ბიალისტოკელები დაწინაურდნენ. “ვისლამ” ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გაათანაბრა. ორივე ქართველმა სრულად ითამაშა, ხოლო ფოფხაძემ 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “იაგიელონია” 42 ქულით 16-გუნდიან ექსტრაკლასაში მე-3 ადგილზეა.

ნორვეგიის ელიტსერიენის (უმაღლესი ლიგის) პირველ ტურში, “სტაბეკმა”, სადაც გიორგი გოროზია ირიცხება, “ჰაუგესუნდი” მიიღო და შეხვედრა 1:1 დასრულდა. 20 წლის ქართველმა პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა.

საბერძნეთის სუპერლიგის 30-ე ტურში “კერკირამ”, რომლის ღირსებას აკაკი ხუბუტია იცავს, გასვლაზე “ატრომიტოსთან” 1:2 წააგო. ქართველი ცენტრალური მცველი ტრავმის მორჩენის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა და ამიტომ, 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “კერკირა” 40 ქულით მეცხრეა.

0.120237