იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის “ტორინოს” ბრაზილიელმა მცველმა ბრუნო პერესმა შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი გამოიცვალოს. 24 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს პორტუგალიური “პორტუ” და ლისაბონის “სპორტინგი” იჩენენ, ხოლო იტალიიდან სამხრეთამერიკელის გადაბირება “რომას” და “ნაპოლს” სურთ.
პერესი “ტორინოს” 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში შეუერთდა და მარჯვენა ფლანგის მცველმა მიმდინარე სეზონში 26 მატჩი 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტურინელებმა ფეხბურთელი 2 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს, ამჟამად კი ბრუნოს სატრანსფერო ღირებულება 3.2 მილიონს შეადგენს.