ფეხბურთი

10:57 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფენერბაჰჩეს” ავტობუსის სროლისთვის ორი ადამიანი დააკავეს

როგორც თურქული მედია იუწყება, ტრაბზონის გუბერნატორის აბდილ-ჯელილ ოზის ინფორმაციით, სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ავტობუსისთვის სროლისთვის ორი ადამიანი დააკავეს და გამოძიება კვლავ გრძელდება.

ინციდენტი 4 აპრილს მოხდა, როდესაც “ფენერბაჰჩემ” “რიზესფორი” სტუმრად 5:1 გაანადგურა და აეროპორტში ბრუნდებოდა. სტამბოლელთა ავტობუსს უცნობმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შედეგად მხოლოდ მძღოლი დაშავდა.

ცნობილია, რომ თურქეთის ჩემპიონატი ერთი კვირით შეწყდა, ხოლო “ფენერბაჰჩე” პრემიერლიგის მატჩებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, სანამ აღნიშნული ინციდენტს არ გამოიძიებენ.

0.112033