კალათბურთი

0:35 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-მ მარკოიშვილის გარეშე იმარჯვა

მოსკოვის ცსკა ვთბ-ლიგაში ერთპიროვნულ ლიდერად რჩება, თუმცა, რუსული გრანდის მორიგ წარმატებაში მანუჩარ მარკოიშვილს წვლილი არ შეუტანია.

“არმიელთა” მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ქართველი კალათბურთელი არც “ნიჟნი ნოვგოროდთან” საშინაო მატჩის განაცხადში შეიყვანა, რომელიც მისმა გუნდმა 83:75 მოიგო.

მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი ფრანგმა და სერბმა ლეგიონერებმა – ნანდო დე კოლომ და მილოშ ტეოდოსიჩმა დაიდეს, რომელთაც ჯამში 50 ქულა მიითვალეს.

ცსკა-ს 25 მოგება და 3 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი 11 აპრილს სტუმრად “ცმოკი-მინსკთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117709